უცხოეთი
ევროპოლმა გარიგებული საფეხბურთო მატჩების 425 ორგანიზატორი გამოავლინა

1-europol-ucxსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის პოლიციამ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში გარიგებული საფეხბურთო მატჩების ორგანიზაციის მასშტაბური გამოძიება ჩაატარა. შედეგად, გამოვლინდა 380 საეჭვო მატჩი, მათ შორის, ორი – ჩემპიონთა ლიგაში, ეჭვი გამოიწვია კიდევ 300 თამაშმა აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში.

„საუბარია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებსა და ევროპის რიგი ქვეყნების უმაღლესი ლიგების რამდენიმე მატჩზე“, – განაცხადა ჰააგაში გასმოსვლისას ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა, რომლის თქმითაც, გამოძიებამ ფეხბურთის 425 კორუმპირებული ჩინოვნიკი, მოთამაშე და გარიგებული მატჩების ორგანიზატორი გამოავლინა.