უცხოეთი
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინადადებით, იგი იქნება პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ირანული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში გაფრინდება.
„მზად ვარ, ვიყო პირველი ირანელი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მეცნიერები მსხვერპლად შეწირავენ და კოსმოსში გააგზავნიან“, – განაცხადა აჰმადინეჯადმა.გასულ კვირას ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით განახორციელა კაფსულიანი რაკეტა-მატარებლის გაშვება, რომლის ბორტზეც მაიმუნი განათავსეს. რაკეტა „პიშგამმა“, რომლის ბორტზეც მაიმუნი იმყოფებოდა, 120 კმ-ის სიმაღლეს მიაღწია. პრიმატი დედამიწაზე უვნებლად დაბრუნდა.
დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს შეუძლია კოსმოსური პროგრამა შორეული მოქმედების რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შექმნის მიზნით გამოიყენოს. ასეთ რაკეტებზე შესაძლებელია ბირთვული ქობინების დაყენება.
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა აჰმადინეჯადის განცხადებაზე ირონიული რეაგირება მოახდინა ტვიტერზე ჩანაწერის მეშვეობით: „აჰმადინეჯადს სურს, გახდეს პირველი ირანელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. მაგრამ განა იგი უკვე არ იყო იქ გასულ კვირას?“