საზოგადოება
„არავითარ ვაჭრობაზე არ მივდივართ, არავითარი ხმების მოგროვებას არ ვაპირებთ. არავითარი გავლენა არ აქვს, არ ცვლის არაფერს, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ უფლებებზე ათქმევინეს უარი. პარლამენტს, რომელიც ხალხისგან ირჩევა, უფლებები დაუკარგეს. დიქტატორული უფლებები მიანიჭეს პრეზიდენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, სასაცილოა, როცა წინა ხელისუფლება იდეოლოგიას ასწავლის მმართველ გუნდს. „სააკაშვილის ხელისუფლება იბრალებს, რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს, ჩვენ გაცილებით გააზრებით ვმართავთ ქვეყანას, ვიდრე ისინი, გარწმუნებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.