პოლიტიკა
ექსპერტი: „ბიძინა ჭკვიანი მეტოქეა და მისი სათანადოდ შეუფასებლობა დანაშაულია“

1-beteevსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თბილისი არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ რევანშის გეგმაზე უარის თქმას. ამის შესახებ ИА REGNUM-ს ექსპერტმა იური ბეტეევმა მოსკოვში სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ოსეთის სათვისტომოს ცალკეული წარმომადგენლის შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

„ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თბილისმა გაააქტიურა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლის პროცესები ე. წ. „რბილი ძალის“ გამოყენების გზით. თუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას ამ რესპუბლიკებში ვითარების შერყევასა და ამ გზით მათი სახელმწიფოებრიობის დანგრევას ლამობდნენ, ახლა საქართველო ამ მიმართულებით დიპლომატიის და არა იარაღის მეშვეობით მოქმედებს. მისი აგენტები სამი მიმართულებით მუშაობენ: უშუალოდ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და რუსეთში“, – აღნიშნა ბეტეევმა.

მისი აზრით, ამაზე მეტყველებს „ისეთი არაერთმნიშვნელოვანი პიროვნების, როგორიც გოჩა ძასოხოვია, მცდელობები, თავისი მდგომარეობის ლეგიტიმაზაცია მოახდინოს ოსურ ისტებლიშმენტში: სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის საარჩევნო პროცესებში, ასევე, მისი სურვილი, გახდეს ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და მოსკოვის ოსური სათვისტომოს საბჭოს წევრობა“.

ექსპერტის თქმით, მსოფლიოს ყველა სპეცსამსახურს აქვს სტანდარტული პროგრამა: ჰუმანიტარული პროექტების სახით ხდება შედარებით უმნიშვნელო სახსრების დაბანდება, შედეგად კი ხალხს ანკესზე წამოაგებენ და მილიონიან დივიდენდებს, მათ შორის, ფინანსურსა და პოლიტიკურს, იღებენ. „2006 წლის მსგავსად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ კვლავ დაიწყო საქართველოსთან ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების დაძალების კამპანია“, – დასძენს ექსპერტი.

ბეტეევის თქმით, საქართველო „აფხაზეთის მიმართულებით – რკინიგზის, ხოლო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ერგნეთის ბაზრობის ლობირებას ახდენს“, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა არასამთავრობო სექტორთან, რომლის ინტერესსაც, ასევე, წარმოადგენს ოსებს შორის განხეთქილების ჩამოგდება“.

„ბიძინა ჭკვიანი მეტოქეა და მისი სათანადოდ შეუფასებლობა დანაშაულია. კაცი, რომელმაც სააკაშვილი დაამარცხა, ჭკვიანი და ვერაგია. სააკაშვილს უკვე ვიცნობთ, ბიძინა კი კავკასიის საჭადრაკო დაფაზე უცნობი მოთამაშეა“, – განაცხადა ბეტეევმა.