აქტუალური
თემურ შაშიაშვილი: „8 თებერვალი უნდა იყოს XXI საუკუნის დიდგორი!“

1-SaSia-aqtuaa1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება“ საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად 8 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

„ერთსულოვნების“ქუთაისის ორგანიზაციის  ხელმძღვანელ გიორგი შერვაშიძის განცხადებით, 7 თებერვალს პარლამენტის შენობასთან კარავს გაშლიან და ქუთაისში ჩასულ პრეზიდენტს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ. იქვე დაახვედრებენ იმ მილიონ ხელმოწერას, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა.

„თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 2013 წლის 8 თებერვალს, საქართველოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, „ვადაგასული პრეზიდენტი“ პარლამენტში სიტყვით გამოვა. მისი თქმით, საქართველოს სირცხვილმა, მუცელზე მფორთხავმა კაცმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად გადმოიტანა პარლამენტში მოსვლის თარიღი 8 თებერვალს, თორემ 6 თებერვალს ჰქონდა დაგეგმილი მოსვლა

როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, „ჩვენ იქ მივდივართ აბსოლუტური მშვიდობიანი განწყობით... 8 თებერვალს სწორედაც რომ მთელი საქართველო უნდა დადგეს პარლამენტის შენობასთან და 8 თებერვალი უნდა იყოს XXI საუკუნის დიდგორი, როცა საქართველოში ქართველმა ხალხმა უწმინდურებაზე საბოლოოდ უნდა გაიმარჯვოს!