პოლიტიკა
დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება

1-parlam-politika1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველ დღეს დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 13:00 საათზე გაიხსნება, 16:00 საათზე კი გაიმართება ბიუროს სხდომა, რომელზეც რამდენიმე ძირითადი საკითხი, მათ შორის, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატი განიხილება.

სესიაზე, ასევე, იმსჯელებენ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე, საერთო სასამართლოებსა და პროკურატურასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებზე, ინიცირებისთვის გამზადებულ განახლებულ შრომის კოდექსზე და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.