უცხოეთი
საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის მთავრობაში ეჭვობენ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ერთი კი არა, ორი აფეთქებისთვის ემზადება. მოსამზადებელი სამუშაოები პუნგერის პოლიგონის დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილში, ორ მიწისქვეშა გვირაბთან შენიშნეს. შესაძლოა, ორივე აფეთქება ერთდროულად ანდა მცირე დროის ინტერვალით მოხდეს. გამოცდა იწარმოებს რაკეტებზე ბირთვული ქობინების დასაყენებელი ტექნოლოგიის მისაღებად.