„ბლოკადის გარღვევა დიდი საქმე იქნებოდა“
საქართველო, 4 თებერვალი,
საქინფორმი. სომხეთში სასრულ ეტაპს მიაღწია საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიამ, რომელიც 18 თებერვალს უნდა გაიმართოს. ბოლო გამოკითხვებით, სერჟ სარგსიანს კონკურენციას ვერავინ უწევს. იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდეს რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო ახალი ძველი პრეზიდენტისაგან, „კომერსანტი“ სერჟ სარგსიანს ესაუბრა. სარგსიანის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სომხეთი ბლოკადას გაარღვევს.
„ბლოკადის გარღვევა უდიდესი საქმე იქნება. პირველ რიგში, ეკონომიკისათვის. იმის გამო, რომ შეუძლებელია ტრანპსორტირება, ანდა ტვირთი ძვირია, ჩვენი ზოგიერთი პროდუქტი ამჟამად არაკონკურენტუნარიანია. რა თქმა უნდა, აუცილებელია ოთხი მხარის თანხმობა, თუმცა, ამასწინათ ჩვენთან ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი ივანიშვილი, რომელმაც დამაიმედა: სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.