სამართალი
ლევან გოგიჩაიშვილი: „ეს იყო დანაშაულებრივი აღმოსავლური ტირანიის ტიპაჟის რეჟიმი“

1-yofili-samarTali3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს კინოს სახლში გათავისუფლებული პოლიტპატიმრების პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გამოუცხადა.  უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, აუცილებელია,  შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტპატიმრების საქმეებს და გადახედავს სტატუსის მინიჭების საკითხსაც. პოლიტპატიმრები თავიანთი საქმეების გადახედვას, მათზე „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნას და გასაჯაროებას  ითხოვენ.

ლევან გოგიჩაიშვილის (გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმარი) განცხადებით, ახალშექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი პოლიტპატიმართა პრობლემებზე იმუშავებს, კერძოდ, საქმეების გადახედვასა და „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნაზე, ასევე, შეიმუშავებს მიმართვებს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი.

მისი თქმით, აუცილებელია, დადგეს წინა რეჟიმის სამართლებრივი საკითხი, რადგან პოლიტპატიმრის აღიარება – ეს ნიშნავს რეჟიმის არსებობას, რეჟიმის არსებობა ნიშნავს, რომ ეს იყო დანაშაულებრივი აღმოსავლური ტირანიის ტიპაჟის რეჟიმი“.

მელორ ვაჩნაძის (გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმარი) განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ინფორმაციული ხასიათისაა და შეჯერდებიან ერთ აზრზე  სამართლებრივ რესოციალიზაციასთან დაკავშირებით.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა ისტორიები ითხზებოდა და როგორ ხებოდა ადამიანების დადანაშაულება უმძიმეს ბრალდებებში“. მისი თქმით, კანონით დაშვებულ ფარგლებში მათ მოთხოვნებს მხარს უჭერს.