სამართალი
გამოირკვა, რომ კოლეჯ „გამას“ დირექტორი გიორგი ფ., ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რეფერენტი ირმა კ. და ამავე დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ხათუნა შ. ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ყალბ დიპლომებს ამზადებდნენ.
აღნიშნულ პირებს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველების მიერ წინასწარ დანიშნული თანხა (1500 ლარი) აღმოაჩნდათ. პოლიციის მიერ ამოღებულია კონკრეტული პიროვნების სახელზე გამზადებული ყალბი დიპლომიც.
სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.