სამართალი
ღვინიაშვილი დაკითხვაზე ხელმეორედ მიიწვიეს

1-Rvinia-samarTa1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი 2013 წლის 2 თებერვალს, კანონით დადგენილი წესით, მიწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩვენების მისაცემად.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს უწყების მიერვე გავრცელებულ განცხადებაში, ის დაკითხვაზე არ გამოცხადებულა და დღეს, 14 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში  ხელმეორედაა მიწვეული დაკითხვაზე.

ღვინიაშვილის განცხადებით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა, კითხვებს პარლამენტში უპასუხოს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის ) მიმართ პოლიციელთათვის ვითომდა წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით,  2004-2005 წლებში გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით  თბილისის პროკურორი იყო.