საზოგადოება
თამარ ჩუგოშვილი პრემიერის მრჩეველი ხდება

1-CugoS-sazogaa3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დღეიდან ახალი მრჩეველი ჰყავს – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

როგორც თავად თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ის ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ რეფორმებზე იმუშავებს, თუმცა სტრუქტურა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: თამარ ჩუგოშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელად 2010 წლიდან მუშაობდა და თანამდებობა 2012 წლის დეკემბერში დატოვა. ის ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.