ქართული დელეგაცია მოსკოვში ონიშჩენკოს ხვდება
საქართველო, 4 თებერვალი,
საქინფორმი. ქართული დელეგაციის წევრები მოსკოვში რუსეთის მთავარ სანიტარ
გენადი ონიშჩენკოს დღეს ხვდებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სამტრესტის“ (ღვინისა და ვაზის დეპარტამენტი) 7-კაციანი წარმომადგენლობა პირველ სამუშაო შეხვედრაზე „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელთან საქართველოში ღვინისა და სურსათის ხარისხის კონსტროლსა და სერტიფიცირებაზე იმსჯელებენ.
ონიშჩენკოსთან მოლაპარაკებები პირველ ეტაპზე ღვინის შეტანაზე გაიმართება, მეორეზე – მინერალური წყლის და შემდეგ უკვე – ქართული ხილბოსტნეულის.
მოლაპარაკების გრაფიკით განსაზღვრულ სამდღიან შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად და რა იქნება შემდეგი ქმედება მხარეებს შორის.