საზოგადოება
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „გამოცხადდეს ჯავახკი თავისუფალი ვაჭრობის ზონად“

1-javaxki-sazogaa1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი.

რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას

საქართველოს რესპუბლიკის სამცხე-ჯავახეთის მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება უდავოდ მეტად პერსპექტიული მიმართულებაა. მხარის მმართველი ორგანოები, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია უცხოური კაპიტალის შემოდინებასა და მხარის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგში საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში. რეგიონში ბიზნესის განვითარებაში უცხოელი მეწარმეების დაინტერესების ამაღლების ობიექტური ფაქტორებია:

– მხარის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და სიახლოვე საერთაშორისო სარკინიგზო სავაჭრო გზებთან, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთს და სამხრეთ-ჩრდილოეთს აკავშირებს;

– სამუშაო ძალის სიიაფე;

– შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურა მსხვილი ქალაქების და საზღვაო პორტ ბათუმის გვერდით.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ეროვნულ ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თანამედროვე ინსტრუმენტია თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, რომლებსაც ამჟამად მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მსოფლიო ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით მოგმართავთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას თხოვნით:

გამოცხადდეს ჯავახკი თავისუფალი ვაჭრობის ზონად

სამცხე-ჯავახეთის მხარეში თავისუფალი ვაჭრობის ზონის გახსნა იქნებოდა შემოქმედებითი ნაბიჯი ინტეგრაციის პროცესების განვითარების და საქართველოს ეკონომიკის საერთო ზრდის სტიმულირებისთვის.

პატივისცემით,

რუსეთის ჯავახკის დიასპორა

რუსეთი, თებერვალი, 2013 წელი