რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „Ну, уходи!“, ანუ სამი მასტერკლასი მოსკოველი კომბინატორებისთვის

1-analit-otred-new2010 წლის 29-30 აპრილს სამხედრო დიდების ქალაქ ტუაფსეში გაიმართა საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია „ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში“. კონფერენციაზე ჩემი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დავასრულე: „როგორც ვიცით, 8 მაისს მოსკოვში, პოკლონაია გორაზე, ჩადებული იქნება პირველი ქვა დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველი გმირების ძეგლის საძირკველში. ამბობენ, რომ როდესაც ძეგლი მზად იქნება, მასზე, მოსკოვის მერ იური ლუჟკოვის წინადადებით, ამოტვიფრული იქნება სიტყვები: „ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“. შემთხვევით ვისარგებლებ და ვთხოვ კონფერენციის ორგანიზატორებს – მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გადასცენ აზრი: ვინაიდან ჩვენ, ქართველები და რუსები, ერთად ვიყავით ბრძოლაში არა ფაშიზმთან, არამედ ფაშიზმის წინააღმდეგ, და აგრეთვე არა მარტო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, გთავაზობთ სხვაგვარად დაწეროთ: „ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად!“ 

ამ თითქმის სამი წლის წინანდელ ეპიზოდს პირობითად დავარქმევ მასტერკლას №1-ს და აი, რატომ: როგორც ჩანს, კონფერენციის ორგანიზატორებმა  (რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსმა ს. ვინოკუროვმა და სხვებმა) მაშინ ჩემი სიტყვებიც გაითვალისწინეს, და პოლიტიკური მომენტიც. შედეგად ძეგლზე პოლიტკორექტულად დაწერეს: „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“.

სამაგიეროდ, ქართული წარმომავლობის ზოგიერთი მოსკოველი კომბინატორი, იყნოსა რა ვლადიმერ პუტინის გარდაუვალი დაბრუნება და ვლადიმირის ცენტრალის საფრთხე, წინდახედულად აყვირდა: „ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად!“... მართალია, ბოლოტნაიაზე მოვლენების დროს მათი ყიყინი მიჩუმდა, მხოლოდ ყველაზე თავხედებმა ერთი-ორჯერ, “კაცმა არ იცის, საიდან“ გამომტყვრალი ამერიკული აქცენტით, მიუყიყინეს კრემლს: „აჰა, ეგეც თქვენ, სოვოკებო! ეს იმიტომ, რომ არ გვიჯერებდით და არ გვაფასებდით!“.

მაგრამ 2012 წლის 5 მარტს პუტინის გამარჯვების და 1 ოქტომბერს სააკაშვილის დამარცხების, 2013-ის იანვარში ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ისინი ისევ იდებენ თავს რუსულ-ქართულ ძმობაზე და რუსეთსა და საქართველოს შორის „ხიდის მშენებლობის“ შესახებაც კი განაცხადეს. რა „პროექტია“ ეს – აგიხსნით, მაგრამ ეს უკვე – მასტერკლასი №2-ია.

საქმე ის არის, რომ 2012 წლის 21-22 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოწვევით საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი ვალერი ალექსეევი, რომელმაც მე ადამიანი „ბრიჯი“ მიწოდა («bridge» ინგლ. - ხიდი), მიანიშნა რა გვარი „ხიდირბეგიშვილის“ წარმომავლობაზე. „ბატონო ხიდირბეგიშვილო, თქვენ, როგორც ადამიანი – ხიდი, „ბრიჯი“, რომლის მუშაობა მიმართულია ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – სამოქალაქო საზოგადოების და მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებაზე, უეჭველია, გესმით – რა მნიშვნელოვანია ეს!“თქვა ალექსეევმა საქინფორმთან ინტერვიუში და მე მაშინვე გამახსენდა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ვაზის ჯვარი, რომლის ჰორიზონტალური მკლავი მართლაც ჰგავს მართლმადიდებელრუს და ქართველხალხებს შორის გადებულ ხიდს, ბოლო წლების სიმძიმის ქვეშ რომ ჩაზნექილა...  „მაშ, ვილოცოთ, რომ გაუძლოს საყრდენმა, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს ჩაზნექილ ხიდს რუსეთსა და საქართველოს შორისმაცხოვრისა ჩვენის, იესო ქრისტეს ჯვრის ვერტიკალმა! როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში ბრძანა, ჯვრის ჰორიზონტალი მოყვასისადმი ადამიანის სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო ვერტიკალიუფლისადმი მისი მისწრაფებისა , – ვწერ ჩემს პუბლიკაციებში და ვიმეორებ საჯარო გამოსვლებში, კერძოდ – „РИА Новости“-ში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ადამიანის უფლებები საქართველოში“ (მოსკოვი, 2012 წლის 29 ივლისი).

და აი, „ხიდის“ იდეა ზემოხსენებულ მოსკოველ კომბინატორებს თვალში ისე მოუვიდათ, რომ ისინი, არა ქართულ-რუსული „ხიდის“, არამედ საკუთარი კეთილდღეობის გამყარების მიზნით, დღეს „ხიდმშენებლებად“ გამოდიან. თუმცა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რეალური მოგვარება მათ აშინებს – თუ ჩვენ რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო ორი ათეული წლის „ფრენების გარჩევას“ დავიწყებთ, მათი უმსგავსი ორპირი როლი საჯაროდ გამჟღავნდება (განსაკუთრებით, თუ საქართველოს საქ.სსრ-ის КГБ-ს არქივს დაუბრუნებენ)! საზოგადოება შოკირებული იქნება, როცა შეიტყობს, აგრეთვე, მათი ქონების შესახებ საქართველოში, ოფშორებში, აშშ-ში და მათ მიერ სააკაშვილის კლანის „ძმურ“ დახმარებაზე...

დიახ, კომბინატორები მიეჩვივნენ „ბაგირზე“ მოსკოვიდან თბილისამდე  მარტო სირბილს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრს, ამიტომ ისინი შეგნებულად დაამუხრუჭებენ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ინიციატივით დაწყებულ რუსულ-ქართულ დიალოგს. საქმის დღევანდელი მდგომარეობა ხომ მათთვის ხელსაყრელია: ვიზის პრობლემები მათთვის არ არსებობს, ხოლო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში ისინი მოთხოვნადები არიან და დაუბრკოლებლად შეუძლიათ ილაქლაქონ მოსკოვში – თბილისის სახელით, თბილისში კი – მოსკოვის სახელით, თუმცა, არც იქ, არც აქ, არც ხელისუფლებას, არც ხალხს მათთვის ასეთი უფლებამოსილება არ მიუნიჭებია და თვითმარქვიები სინამდვილეში არავის წარმოადგენენ. ამიტომ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ჰუმანიტარული ხიდის მშენებლობა, რომელზეც ტანკების მოძრაობა აკრძალული იქნება და რომელიც მათი საბაგირო გადაყვანის საჭიროებას მოხსნის, მათ კომერციულ გეგმებში არანაირად შედის. თანაც კონკურენციის არარსებობის პირობებში ფულის კეთებაც უფრო ადვილია, ეს კი – კომბინატორების ერთადერთი ნამდვილი მიზანია სააკაშვილთან ერთად, რომლის მიმართ აშკარად სიმპათიით არიან განწყობილი და რომელთანაც საიდუმლოდ ატრიალებენ კანონსაწინააღმდეგო, სამაგიეროდ – ძალიან ფულიან ოპერაციებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვური ჩამოსხმის ქართველი კომბინატორები (ნამდვილ ბიზნესმენებში არ აგერიოთ!) – გაუნათლებელი, მაგრამ ამბიციური პრიმიტივები არიან (მათი ამბიციების სიდიდე მათი გაუნათლებლობის პირდაპირპროპორციულია), რომ მათ ფეხქვეშ ნიადაგი უწინდებურად არამყარია, რომ ფანტაზიასთან სერიოზული პრობლემები აქვთ, მინდა, მასტერკლასი №3 ჩავუტარო. მაგრამ რადგანაც წინა ჯერებზე სლოგანის მეტი ვერაფერი გაიგეს, ახლა უკიდურესად მარტივი ვიქნები, როგორც საბავშვო მულტფილმი „Ну, погоди!“.

მაშ ასე, ახალი სლოგანი: „Ну, Миша, уходи!“. ვჩუქნი მას მოსკოველ კომბინატორებს და ვთავაზობ, თან წაიღონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო ეხვეწება – ქართულადაც „წადი! წადი!“, რუსულადაც «Давай, до свидания!», და მის მშობლიურ სომხურ ენაზეც „გნა, ელი!“. მაგრამ სააკაშვილმა ფეხი გაასო, თუმცა 2008 წლის 23 ნოემბერს, ჩემგან ორ მეტრში – პარლამენტის კიბეებზე თბილისში, ის გრძელ ვარდს იქნევდა და მეგაფონში აღშფოთებული ყვიროდა: „მისმინეთ, როგორ არ რცხვენია ამ შევარდნაძეს, ჰა?! ახლა აქ რომ დგანან, ამ რაოდენობის ხალხის მეათედსაც რომ ეთქვა ჩემთვის „წადი!“, მაშინვე წავიდოდი, დაუფიქრებლად!“. მაშინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ რეალურად სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანიას ტრიუმვირატის დაახლოებით სამი ათასი მოსყიდული აქტივისტი იდგა, დღეს კი ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უთხრა სააკაშვილს „წადი!“, ის კი ყურსაც არ იბერტყავს (მხოლოდ ცხვირს იქექავს, ჩვეულებისამებრ), თუმცა, კონსტიტუციით – ის 2013 წლის 20 იანვრიდან პრეზიდენტი აღარ არის.

ვადაგასული სააკაშვილი საქართველოს მეტისმეტად ძვირი დაუჯდა, მაგრამ არა იმდენად თავისი ახირებებით – უცხოური ვოიაჟებით, საყვარლებით, კონცერტებით, თვითმფრინავებით და სასახლეებით, არამედ იმიტომ, რომ მოჭრა გზები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია – ჩვენ მეგობრების, ნათესავების და კოლეგებისკენ რუსეთში, ჩვენი ძმების – რუსების, აფხაზების და ოსებისკენ...

ჰოდა, წაიყვანეთ თქვენი „კრასავჩიკი - რეფორმატორი“ მიშა, შეგერგოთ! ძეგლებს, ხიდებს და გზებს კი როგორმე ჩვენ თვითონ ავაშენებთ. თქვენმა ძეგლებმა ხომ საქართველო დაამახინჯა, ხოლო გზები და ხიდები, რომელთა მშენებლობაზე ასობით მილიონი იშოვეთ და რომლებსაც ვარგისიანობის ვადა სააკაშვილზე ადრე გუვიდა, როგორც აღმოჩნდა, არსაით მიდის...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

2013 წლის 4 თებერვალი, თბილისი

P.S. საქართველო, როგორც ცნობილია, უძველესი კულტურის მქონე პატარა ქვეყანაა. მაგრამ თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ბევრმა საკუთარი ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის და საქართველოს შესახებ მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიხედვით სჯიან. ამიტომ, დაე, ეს პუბლიკაცია საქინფორმის საიტზე www.saqinform.ge ექსპერტთა დიალოგის დასაწყისი გახდეს თემაზე ქართველები საქართველოს გარეთ“: ვინ არიან ისინი – ჩვენი სიამაყე, ჩვენი სირცხვილი თუ ერთიც და მეორეც? რატომ წავიდნენ ემიგრაციაში, აპირებენ თუ არა დაბრუნებას, თუ არა – რატომ? როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, როგორ გრძნობენ თავს უცხო მიწაზე – გარიყულებად და უცხოებად, თუ პატივცემულ, საზოგადოებაში ინტეგრირებულ ადამიანებად? თავიანთი საქმიანობით ახდენენ თუ არა გავლენას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუ მხოლოდ მატერიალურად ეხმარებიან თავიანთ ახლობლებს საქართველოში?

ყველას, ვისაც აზრის გამოთქმის სურვილი ექნება, შეუძლია დაწეროს კომენტარი ამ პუბლიკაციაზე,დარეკოს რედაქციაში +995 790 830 700 და გამოგზავნოს მასალები ელექტრონულ ფოსტაზე saqinform@mail.ru