ატლანტის სკოლაში სროლა მოსწავლემ ატეხა
საქართველო, 1 თებერვალი,
საქინფორმი. ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტის საშუალო სკოლა „პრაისში“ სროლა ერთ-ერთმა მოსწავლემ ატეხა. მისი ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ მჟღავნდება. მან ერთ-ერთ თანაკლასელს თავში ესროლა, რის შემდეგაც იგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, სროლას შემთხვევითი ხასიათი არ ჰქონია და მას წინ უძღოდა კონფლიქტი მოსწავლეებს შორის.
დაჭრილი მოსწავლე მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალში მოათავსეს. მის გარდა მსუბუქად დაზარალდა ერთ-ერთი მასწავლებელიც.