უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს

1-airikiani-ucxსაქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ერევნის ცენტრში თავდასხმა განხორციელდა სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე – პარტია „ნაციონალური თვითგამორკვევის“ ლიდერ პარუირ აირიკიანზე.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, პოლიტიკოსს მის სახლთან, ტპაგრიჩნერის ქუჩაზე, ესროლეს. აირიკიანმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო გულმკერდის არეში, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სომხეთის პარლამენტის სპიკერ ოვიკ აბრაამიანის განცხადებით, აირიკიანზე თავდასხმის შედეგად 18 თებერვლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, გადაავადონ.