უცხოეთი
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მესამე ბირთვული გამოცდისთვის ემზადება

1-kndr-ucxსაქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთლიანად დაასრულა მესამე ბირთვული გამოცდისთვის მზადება პუნგერის პოლიგონზე.

სპეციალური შახტები, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა ბირთვული გამოცდისთვის, უკვე ამოვსებულია ბეტონით და სადენებიც გაყვანილია. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის დაზვერვა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პოლიგონისთვის თვალყურის დევნებას განაგრძობს.

გაეროს უშიშროების საბჭომ 22 იანვარს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ სანქციების სიას აფართოებს. აღნიშნული რეზოლუცია ფხენიანის მიერ გასული წლის 12 დეკემბერს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მატარებელი რაკეტის გაშვების საპასუხოდ იქნა მიღებული. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი, თავის მხრივ,  განაცხადა, რომ კვლავაც განამტკიცებდა „სამხედრო ძლიერებას“ და ახალ ბირთვულსა და სარაკეტო გამოცდებს ჩაატარებდა.