სამართალი
კუკავა 1991-92 წლებში რეპრესირებულთა შესახებ გამოძიებას მოითხოვს

1-kukava-samarTali-3საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა 1991-92 წლებში რეპრესირებულთა შესახებ გამოძიებას მოითხოვს.

თბილისის მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ ძალადობის  ფაქტებზე განცხადება შევიდა. პროკურატურამ უამრავი ისეთი საქმის ძიება დაიწყო, რაც სააკაშვილის და შევარდნაძის დროს დაუშვებელი იყო. ერთ-ერთი ვეტოდადებული საქმე ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საქმე, რომლებმაც განიცადეს არაადამიანური რეპრესიები. უამრავ ადამიანს მიადგა მატერიალური თუ მორალური ზარალი. მკვლელობის ფაქტებზე ვითხოვთ, მოხდეს გამოძიება, – განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავა ფაქტების გამოძიებას და დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯას ითხოვს, მათ შორის,1992 წლის 3 იანვარს, ქალაქ თბილისში, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების მიერ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა მშვიდობიანი მანიფესტაციისადმი ცეცხლის გახსნის (როცა 5 ადამიანი დაიღუპა), 7 იანვრის მანისფესტაციის (დაიღუპა 1), 3 თებერვლის (დაიღუპა 9 ), სამეგრელოში მანიფესტაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტებზე.