საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ID ბარათის თაობაზე საზოგადოებას მოუსმენს

1-ID-samarTali3საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სსიპ იუსტიციის სახლმა მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. კვლევის მიზანი ელექტრონული პირადობის მოწმობებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა  იქნება.

კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდით ჩატარდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გამოიკითხებიან ისინი, ვისაც ID ბარათი ჯერ არ აუღია, ბარათის აღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

კვლევის შედეგები იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, განსაზღვროს, ერთი მხრივ, საზოგადოების რა ნაწილისთვის არის ID ბარათი მიუღებელი და რატომ, მეორე მხრივ კი, გაარკვიოს, ისინი, ვინც ფლობს ბარათს, რამდენად ეფექტიანად იყენებენ მას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იუსტიციის სამინისტრო პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.