სამართალი
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

1-mkvleloba-samarTaa2საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მიხეილ ზ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში  დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის  საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის  ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას  ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა – ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულმა დანით დაჭრა გულმკერდისა და ფეხის არეში  შვილი – დენის მატიაშიც, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა. დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – პისტოლეტი   და დანა ამოიღეს. გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 108–ე, 19-109–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.