უცხოეთი
კოლუმბიის ხელისუფლება კოკაინისა და ექსტაზის ლეგალიზაციის წინადადებით გამოდის

1-marixuana-ucxსაქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. კოლუმბიის ხელისუფლებამ წინადადება წამოაყენა, მარიხუანასა და კოკაინთან ერთად ლეგალიზებული გახდეს სინთეტიკური ნარკოტიკებიც – ექსტაზი და მეტამფეტამინები. შესაბამის წინადადებას კონგრესს 2013 წლის მარტში წარუდგენენ.

იუსტიციის მინისტრმა რუთ სტელა კორეამ საზოგადეობის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ უწინ კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაგმო იმ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც კოკაინისა და მარიხუანას მცირე დოზებს ინახავენ. დღეს ეს ნარკოტიკები ფორმალურად აკრძალულია, თუმცა, კოლუმბიელებს მათი პირადი მიზნებით გამოყენებისათვის არ სჯიან.

კოლუმბიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნარკოტრაფიკის გაკონტროლებას ქვეყანაში.