სამართალი
სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირების შესახებ

1-sporti-samarTali3საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გუშინ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამინისტრო  შეასრულებს  კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

უწყება მოუწოდებს  მხარეებს, გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს, ვიცე-პრეზიდენტსა და ერთ-ერთ ვეტერან სპორტსმენს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კი ლუკა კურტანიძის მხრიდან ნაკრების მწვრთნელების დათხოვნა იყო. კურტანიძემ ინციდენტის პროვოცირებაში ოპონენტები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ნასვამები იყვნენ, თუმცა ექსპერტიზის შედეგად ეს არ დადასტურდა.

როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, დაპირისპირება მოჰყვა კურტანიძის მიერ მწვრთნელების მთლიანი შემადგენლობის გადაყენებას, რისთვისაც მან შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა მოსთხოვა. თემურ ყაზარაშვილის თქმით, მან ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.