სამართალი
ღარიბაშვილი გფბ-ს ხელმძღვანელობას შეხვდა

1-RaribaSvili-samarTali2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების,  ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა აშშ-iს პრეზიდენტის მრჩეველთან, დოქტორ ელიზაბეტ შერვუდ-რანდოლტთან. ირაკლი ღარიბაშვილმა  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს საუბრის დროს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმებიც განიხილეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის  შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.