სამართალი
საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი სპირტის კონტრაბანდაში დაადანაშაულეს

1-kezerashviliსაქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად წაეყენა ბრალდებები განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაზე, გამოძალვასა და ეთილის სპირტის კონტრაბანდის ხელშეწყობაზე.

გამოძიების მონაცემებით, კეზერაშვილი, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობდა, 2007 წლიდან ხელს უწყობდა ზოგ ბიზნესმენს, საქართველოში სპირტის შემოეტანათ საბაჟო გადასახადის გარეშე.

სამართალდამცავთა განცხადებით, 2008 წელს, სახელმწიფო მოხელის კარიერის დასრულების შემდეგ, მან კვლავაც გააგრძელა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა ჩინოვნიკად მუშაობის პერიოდში დამყარებული კავშირების გამოყენებით. კეზერაშვილის საქმინობის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი გამომძიებლებმა 50 მლნ დოლარად შეაფასეს. თავად ექს-მინისტრმა კი, მათი მონაცემებით, არაკანონიერი გზით 12 მლნ დოლარზე მეტი მიიღო.

კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ყოფილი მინისტრის ადგილსამყოფელი, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, ამჟამად ცნობილი არ არის.