საზოგადოება
ჯანი ბუკიკიოს შეხვედრები საქართველოში

1-bukikio-sazogaa3საქართველო, 31იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და კომისიის მდივნის მოადგილემ, ქალბატონმა სიმონა გრანატა-მენგინიმ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების – ახალ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან; პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, უმრავლესობისა და ოპიზიციის მხრიდან მის მოადგილეებთან, მინისტრებთან, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დღეს შეხვედრა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.

საღამოს, 18:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ვიზიტით – 30-31  იანვარს – სტუმრობს. დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.