საზოგადოება
ქართველმა მომღერლებმა აშშ-ში დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

1-momRerlebi-sazoga1საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მომღერლებმა ლაშა ღლონტმა და ნატო გელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში, ქართველი ჯარისკაცები მოინახულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ექვსი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს (რიგითი ახმედ საფაროვი, უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დოლიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია, კაპრალები – პაპუნა სხულეხია და დავით ნარეშელაშვილი).

ცნობისათვის: ქართველი სამხედროები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.