საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტის პედაგოგებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მძინარე დეპუტატ გუბაზ სანიკიძის ფოტო უჩვენა და განუცხადა: „მინდა, წარმოგიდგინოთ ქუთაისის რჩეულის სურათი – და სანამ ამ მაჟორიტარ დეპუტატს სძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა – საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს მყარად დაყენების იდეა, რომელსაც ქუთაისის პარლამენტი განასახიერებს, პარლამენტის ქუთაისში არსებობა არის ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკა ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთი და იგივე ადამიანებს“.