უცხოეთი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 30 იანვრის სხდომაზე განიხილავენ შეიარაღების სახელმწიფო პროგრამას 2025 წლამდე. ამის შესახებ თავის მიკრობლოგზე რფ-ის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა დაწერა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 20 ტრილიონი რუბლის გამოყოფა, 3 ტრილიონ რუბლს კი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაციას მოახმარენ.
2013 წლის 29 იანვარს ქვეყნის თავდაცვის ახალი გეგმა, რომელიც 10 წელიწადზეა გათვლილი, ვლადიმერ პუტინს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ წარმოუდგინა. დოკუმენტზე 49 სამინისტრო და უწყება მუშაობდა.