საქართველო, 30 იანვარი,
საქინფორმი. ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, ქალაქ სანტა-მარიას ღამის კლუბში ხანძარი ფოიერვერკებზე ეკონომიის გამო მოხდა. გამოძიების მონაცემებით, კლუბში გამომსვლელმა მუსიკალურმა ჯგუფმა შეიძინა პიროტექნიკა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ქუჩაში შეიძლებოდა. ეს ფოიერვერკები უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ისინი, რომლებსაც დახურულ შენობაში იყენებენ.
ხანძარს 235 კაცი ემსხვერპლა. მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხანძარი ღამის კლუბ Kiss-ში კონცერტის დროს მოხდა, რომელსაც ათასამდე კაცი ესწრებოდა, ძირითადად, ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები.