საზოგადოება
ალასანია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს დღეს ასრულებს

1-alasania-sazogadoebaa3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს  განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებას და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.

„საგარეო სამინისტროს მხრიდან საქართველოს ახალმა მთავრობამ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, კონკრეტულად, ორმხრივ ურთიერთობაზე როგორც თავდაცვის სფეროში, ისე ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს სრულდება.