აქტუალური
ამის გამო კომპანია „GULF“ უკვე იძულებული შეიქნა, კომპენსაცია გადაეხადა ავტოსატრანსპორტო საშუალების რამდენიმე მფლობელისთვის.
საქინფორმი აფრთხილებს მძღოლებს, დროებით თავი შეიკავონ „GULF“-ის ავტოგასამართ სადგურებში „super“ მარკის ბენზინის ჩასხმისაგან, სანამ კომპანიის ხელმძღვანელობა სათანადო ზომებს არ მიიღებს შემოტანილი ბენზინის ამ ბოლო პარტიასთან დაკავშირებით.
საქინფორმს „GULF“-ის სათავო ოფისში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და აცნობეს, რომ ხელმძღვანელობისგან სათანადო თანხმობას ელოდებიან, რათა ორშაბათიდან – 4 თებერვლიდან – ამ მარკის ბენზინის ოქტანობა დაბალანსდეს და პრობლემა აღმოიფხვრას.