სამართალი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გუშინ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.გუშინ მინისტრი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსაც ეწვია. სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის დროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გადაწყდა და დაიგეგმა, რომ წელს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის 3 სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთანაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.