საზოგადოება
ცხინვალის შსს-ის განცხადებით, ამ ვადაში იარაღის ნებაყოფლობით ჩამბარებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან. 1-ლი მარტის შემდეგ კი უწყება სარეიდო ღონისძიებებს გაატარებს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული შეიარაღების გამოსავლენად. რეიდის შედეგად იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეები კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისგებაში მიეცემიან.
არსებული ცნობებით, დღეისათვის მოსახლეობის ხელში დიდი რაოდენობით იარაღია, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ახალი წლის ღამეს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ლეონიდ თიბილოვმა და შსს-ს მოუწოდა, იარაღის ამოსაღებად გადამჭრელ ზომებს მიმართოს.