განცხადებაში საუბარია სასწრაფო დახმარების სამსახურის არასათანადოდ მუშაობის თაობაზეც: „ბრიგადების სიმცირის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის გამო სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გამოძახებებზე 1-1.5 საათის დაგვიანებით მიდიან. გამომდინარე იქიდან, რომ „112“-ის სერვისს ჰყავს 30 ოპერატორი და თითოეულ მათგანს უდგას 6 ტელეფონის აპარატი, შეფერხებით მუშაობს აღნიშნული სერვისი, სადაც ზოგჯერ საერთოდ არ პასუხობენ გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს. არადა, ამ სამსახურების გამართულად მუშაობისთვის ყოველთვიურად მილიონამდე ლარის ჩამოჭრა ხდება ჩვენი მოქალაქეების სატელეფონო ბალანსიდან“.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირადად თბილისის მერ გიგი უგულავას მიერ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტის ხელოვნურად გაზრდა წარმოადგენს და ამის გამო ყოფილი ხელისუფლება რისკის ქვეში აყენებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და შეისწავლონ თბილისის მერიის სამსახურებში შექმნილი ვითარება.