უცხოეთი
ტრაგიკული შემთხვევითობისა არ სჯერა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ პრესმდივან ვიქტორ ბარანეცს. „იქ გიგანტური ფული ტრიალებდა და თაღლითური ოპერაციები ხორციელდებოდა, – განუმარტა მან Business FM-ს, – და როცა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე გავიდა, მათ ერთმანეთს პრეტენზიების წაყენება დაუწყეს – ვინ ვინ „ჩაუშვა“. არ გამოვრიცხავ, რომ ზამეროვის სიკვდილი, მოცემულ შემთხვევაში, წინასწარგანზრახული იყო“.
„ვოენტელეკომში“ ზამეროვი მიმწოდებლებსა და გარე კონტრაგენტებთან კონტაქტებზე იყო პასუხისმგებელი.
დაღუპული სერგეი ამელინიც, სავარაუდოდ, დასაკითხავად უნდა გამოეძახებინათ „ობორონსერვისის“ საქმეზე. თუმცა, საგამოძიებო კომიტეტში ამ ინფორმაციას უარყოფენ, რადგან, მათი თქმით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება ამელინის მონაწილეობის გარეშე მოხდა.