უცხოეთი
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ნიდერლანდებში დედოფალმა ბეატრიქსმა თავისი ვაჟის, პრინც ვილემ-ალექსანდრეს, სასარგებლოდ ტახტზე უარი თქვა. ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად ნიდერლანდების ტახტს მამაკაცი დაიკავებს: ვილემ-ალექსანდრე 1890 წელს გარდაცვლილი ვილემ მესამეს შემდეგ პირველი მეფე გახდება.