საზოგადოება
British Airways საქართველოს ტოვებს

1-British-Airwaysსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ბრიტანული გიგანტი British Airways საქართველოს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის თბილისის წარმომადგენლობა ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ბოლო მარშრუტი თბილისი-ლონდონი 29 მარტს განხორციელდება, ხოლო 31 მარტიდან ავიაკომპანია საქართველოში თავის საქმიანობას შეწყვეტს.

საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ხსენებულმა ავიაკომპანიამ კომერციული მოსაზრებების გამო მიიღო, რადგან, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რეისი თბილისი-ლონდონი და ლონდონი-თბილისი არარენტაბელურია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ბრიტანული ავიაკომპანია British Airways საქართველოში გასულ წელს გარკვეული შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით ახლახა, საქართველოს ავიაბაზარი დატოვა უკრაინულმა „აეროსვიტმაც“, იტალიურმა „ალიტალიამ“ კი რეისების დროებითი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.