აქტუალური
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, 2012 წლის 19 ივლისს სტიქიის ეპიცენტრად მიჩნეულია სოფელი ვაჩნაძეანი, რომლის მცხოვრებთაც დღემდე არ მიუღია კომპენსაციები.
დაზარალებულთა მოთხოვნებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ისინი სოფელში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. უწყების თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ზარალის ხელახალი დათვლა მიმდინარე კვირას დაიწყება და ყველა დაზარალებული შესაბამის ფულად ანაზღაურებას მიიღებს.
უწყების წარმომადგენელმა კოტე ხმალაძემ აფენის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია კომისიის ძველი შემადგენლობის არაკანონიერად მუშაობის შესახებ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.