პოლიტიკა
სიკორსკის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ არა მარტო ფორმალური მოთხოვნები უნდა შეასრულოს ასოციაციის შესახებ შეთანხმებისა და სავიზო დიალოგის ფარგლებში, არამედ საშინაო პოლიტიკა „ევროპული სულისკვეთებით“ უნდა წარმართოს.
„მაშინ ევროკავშირი უწინდებურად დაუჭერს მხარს საქართველოს რუსეთთან დიალოგის წარმართვაში ისე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს“, – განაცხადა სიკორსკიმ გუშინ, 28 იანვარს, ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.