სამართალი
გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (მათ შორის, თბილისის №8 და №9 , ბათუმის №3, ქუთაისის №2, გეგუთის №14 და ზუგდიდის №4 დაწესებულებაში) 2006-2010 წლების პერიოდში შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა, შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.
დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერებების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა მიაკვლიეს სპეციალურ სათავსოს – „პულტების ოთახს“, რომელიც აღჭურვილი იყო მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით, რაც აუდიო–ვიდეოკონტროლის დისტანციურად განხორციელების საშუალებას იძლეოდა.
სისხლის სამართლის საქმეს შსს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.