აქტუალური
საქართველო რუსეთში ოფიციალურ დელეგაციას აგზავნის

1-delegaciaსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს დელეგაციამ უკვე მიიღო ვიზები მოსკოვში გასამგზავრებლად, სადაც 4 თებერვალს დაგეგმილია მოლაპარაკებები რფ-ის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის დაბრუნების თაობაზე.

ქართულ დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომლის განცხადებითაც, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საუბარი გაიმართება „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის დაბრუნებაზე რუსეთის ბაზარზე“.

ჩვენი დიალოგის შინაარსი, ფაქტობრუვად, იქნება ხარისხის კონტროლის სისტემაზე საუბარი, იმაზე საუბარი, რომ ქართული პროდუქცია შესაბამისობაშია სტანდარტებთან და ის ღირსია, რომ დაბრუნდეს, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, – ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხარისხის პრობლემები აღარ არსებობს“.

გუშინ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე შეიძლება მიღწეულ იქნეს კონკრეტული შეთანხმებები.  მან არ გამორიცხა, რომ მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ თავადაც განახორციელოს საქართველოში ვიზიტი.