აქტუალური
შს მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

1-RaribSv-aqtuaa1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 28 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები  გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს დირექტორებთან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეხვედრებზე განიხილება ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.