სამართალი
თეა წულუკიანი: „მოსამართლეებს მოვუწოდებ, მოემზადონ დიდი ცვლილებებისთვის“

1-tea-samarTali1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გუშინ გამართულ წიგნების გამოფენაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით თებერვალში დაიწყება სასამართლო რეფორმის შესახებ კანონის განხილვა. დაგეგმილია, ასევე, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილავენ, თუ რა რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული სასამართლო რეფორმაზე მუშაობისას.

„მოსამართლეებს მოვუწოდებ, გათავისუფლდნენ და მოემზადონ იმ დიდი ცვლილებებისთვის, რაც მათთვის კეთდება... მე და ჩემი მოადგილეები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პარალელურად შევხვდებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს თვის ბოლოს და მათ დეტალურად კიდევ ერთხელ ავუხსნით, თუ როგორ გავითვალისწინეთ სხვებს შორის მათი რეკომენდაციები, როდესაც სასამართლო რეფორმაზე ვმუშაობდით, – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, – მე მოსამართლეების მაგივრად მიხარია, რომ ეს რეფორმა ჩატარდება და ისინი გათავისუფლდებიან“.