საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

1-vano-sazogadoeba1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში შეხვედრა გაიმართა პარტიის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილსა და საქართველოში ჩეხეთის ელჩ ივან იესტრაბს შორის.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები. საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.