რუსეთსა და ამერიკავკასიას შორის მოძრაობა დიდთოვლობამ შეაფერხა
საქართველო, 28 იანვარი,
საქინფორმი. ჩრდილოეთ ოსეთის მთებში დიდთოვლობამ რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის მოძრაობის შეწყვეტა გამოიწვია. საგანგებო განკარგულებამდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორივე მიმართულებით ზემო ლარსისა და ქვემო ზამარაგის საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით.
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე საგანგებო სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.