უცხოეთი
ლავროვი: „აშშ-მ სამოქალაქო თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა“

1-segeilavrov-ucxსაქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. აშშ-მ რფ-ს შეტყობინება გადასცა რუსეთ-ამერიკის სამოქალაქო თანამეგობრობის კომისიიდან გამოსვლის შესახებ.

„ამერიკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ გადაწყეტილება მიიღეს, ამ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეწყვიტონ. თავიდან ამის თაობაზე საჯარო კომენტარებიდან შევიტყვეთ, ოფიციალურად კი ეს ქაღალდზე კი არა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პირით გვაცნობეს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ლავროვის თქმით, საპრეზდიენტო კომისიის ჩარჩოებში სამუშაო ჯგუფი აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა, რფ-მ კი ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, რადგან პირდაპირი არხის არსებობა სასარგებლოდ მიიჩნია. „თუ ამერიკელებმა ამ პირდაპირი არხის მიმართ ინტერესი დაკარგეს, ეს მათი არჩევანია და ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.