სამართალი
ისრაელის დელეგაცია შს სამინისტროს ეწვია

1-delegacia-samarTaa2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის დელეგაცია ეწვია სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, გენერალ-მაიორ გაბრიელ/გაბი ოფირის მეთაურობით.

დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა გამართა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასა და შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ქაწაშვილან.

დაგეგმილია ვიზიტი როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოში (საჩვენებელი ღონისძიება), ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქოლცენტრ 112“-ში.

მხარეები განიხილავენ ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.