საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს

1-holokost-sazogaa2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. 27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: მინდა, პატივი მივაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, განსაკუთრებულად მინდა, გამოვყო ებრაელი ხალხი და თანაგრძნობა გამოვხატო იმ აუნაზღაურებელი დანაკლისისა და მოუშუშებელი ტკივილის გამო, რომელიც მათ მიადგათ.

ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მუდამ უნდა ახსოვდეს და ზრუნავდეს იმაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი სირცხვილი აღარ გამეორდეს“.