ცნობისათვის: რუსეთის სახელმწიფო დუმამ პარასკევს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ბავშვებს შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის ჯარიმების შემოღების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც სათათბიროში 2012 წლის მარტში შევიდა, ითვალისწინებს ბავშვებს შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის მოქალაქეების დაჯარიმებას 4-5 ათასი რუბლით, თანამდებობის პირების - 40-50 ათასი რუბლით, იურიდიული პირების - 400-500 ათასი რუბლით.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ რუსული კანონპროექტით, რომელიც სერიოზულად უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და შეკრების უფლებას ლესბოსელებს, ჰომოსექსუალისტებს, ბი- და ტრანსსექსუალებს, საბოლოო ჯამში, ყველა რუსეთში მცხოვრებს“, – თქვა ნულანდმა.
მან აღნიშნა, რომ მოცემული კანონპროექტი სანკტ-პეტერბურგში უკვე არსებული კანონის ანალოგიურია და შეახსენა, რომ აშშ-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ხელმომწერს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დისკრიმინაციის გარეშე დაიცვას მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებებზე და გამოხატვის თავისუფლება. თქვენ იცით, რამდენად ვზრუნავთ მთელ მსოფლიოში ლჰბტ-საზოგადოების უფლებებზე და როგორ ზრუნავს მათზე პირადად სახელმწიფო მდივანი. არავინ უნდა განიცადოს დისკრიმინაცია იმის საფუძველზე, თუ ვინ უყვარს“, – ხაზი გაუსვა ნულანდმა.
http://news.mail.ru/politics/11747823/?frommail=1